კიევის ადმინისტრაცია - რუსეთმა კიევის წინააღმდეგ, გასული წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის 1 600 დრონი და რაკეტა გამოიყენა

რუსმა ოკუპანტებმა, 2024 წლის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ 1600-ზე მეტი გამანადგურებელი საშუალება გამოიყენეს, მათ შორის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტები, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში დედაქალაქში საჰაერო განგაში 500-ჯერ გამოცხადდა.

„კიევისთვის, ისევე როგორც მთელი უკრაინისთვის, 2024 წელი არ იყო იოლი. 2024 წელს კიევში 500 საჰაერო განგაში გაისმა, რომლის დროსაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქს 1600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი საშუალების გამოყენებით 200-მდე საჰაერო დარტყმა მიაყენეს“, - აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი განმარტებით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 24 ბალისტიკური რაკეტა (ისკანდერ-მ/კნ-23); „კინჟალის“ 22 აერობალისტიკური რაკეტა და „ცირკონის“ ტიპის 7 ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს