ენტონი ბლინკენი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ავრცელებს.

ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში, პენტაგონი საკუთარი მარაგებიდან უკრაინას 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.

სამხედრო დახმარების პაკეტი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მიწა-ჰაერი კლასის საბრძოლო მასალებს, ჯაველინისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, TOW-ის ტიპის რაკეტებსა და სხვა სახის შეიარაღებას მოიცავს.

„აშშ და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას რუსული აგრესიისგან დასაცავად საჭირო შესაძლებლობები ჰქონდეს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს