გაერო-ში ისრაელის ელჩი „ჰუსიტებს“ - ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს - ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ უკანასკნელად აფრთხილებს „ჰუსიტებს“ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ისინი „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის „სავალალო ბედს“ გაიზიარებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მივმართავ ჰუსიტებს: თქვენ, ალბათ, არ აქცევთ ყურადღებას იმას, რაც მოხდა ახლო აღმოსავლეთში გასული წლის განმავლობაში. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს, ყველას, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობდა. დაე, ეს იყოს თქვენი ბოლო გაფრთხილება. ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა. თქვენც იგივე სავალალო ბედს გაიზიარებთ“, - განაცხადა დენონმა.

ელჩმა, ასევე, გააფრთხილა თეირანი, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ნებისმიერ სამიზნეს დაარტყას და რომ ისრაელი არ მოითმენს ირანის მარიონეტების მხრიდან თავდასხმებს.

ამ განცხადებების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

ამასთან, „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სარიმ დღეს განაცხადა, რომ თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ-გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს