სალომე ზურაბიშვილი - ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალი წლის ღამის  მერეო, ესეც ვერ გათვალეთ - საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა არავის ეპატიება!

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები "დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!"

"ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც "ვაიმარის სამკუთხედის" განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში".

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს X-ზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ "თუ ვინმე ფიქრობდა, საქართველოს პროტესტები შენელდებოდა ახალი წლის წარმოუდგენელი საღამოს შემდეგ... ის კვლავ დაბრუნდა და უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს