ოლაფ შოლცი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმაზე - საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები მოკლეს ბრმა სიძულვილის გამო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვეს.

"საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ზეიმობდნენ, მოკლეს და დაჭრეს ბრმა სიძულვილის გამო. ჩვენ გლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს", - წერს შოლცი სოციალურ ქსელ X-ში.

დაღუპულების ოჯახების მიმართ სოლიდარობა გამოხატა კაია კალასმაც.

„ძალიან დამწუხრებული ვარ მიზანმიმართული თავდასხმის გამო მათზე, ვინც ნიუ ორლეანში ახალ წელს აღნიშნავდნენ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს ამ ტრაგიკულ პერიოდში“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცავებს და ორი მათგანი დაჭრა. ის სამართალდამცავების საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი შეერთებული შტატების 42 წლის მოქალაქე შამსუდ-დინ ჯაბარი იყო. მის ავტომობილში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა და ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. გამოძიების ფედერალურმა ბიუროში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მარტო არ მოქმედებდა და მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან მისი სავარაუდო კავშირების შესახებ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის