მარია ზახაროვა - უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია

მოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, კიევმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ცისფერი საწვავის გადატუმბვა რუსეთიდან ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის გადაწყვეტილების „მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია“.

„რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს