„საქსტატი“ - დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით, მომატებულია ფასები რძეზე, ყველსა და კვერცხზე

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთზე და ცხიმზე 3%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებს, მისი მაჩვენებელი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.4%-ითაა მომატებული.

„2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი), თევზეული (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე;

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის