ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდები, ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“ - ვფიქრობ, შეხვედრა ინაუგურაციის შემდეგ გვექნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, მალე შეხვდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტი მისი საშინაო საკითხებია. ეს აშკარაა მისი საარჩევნო კამპანიიდან და მისი ყოველდღიური „მესიჯებიდან“. რაც შეეხება საერთაშორისო კურსს, ეს იქნება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. დიახ! მათი ცალკეული ურთიერთობები წყნარი ოკეანის რეგიონთან. უსაფრთხოება იქ. ჩინეთი, კორეა და მსგავსი. ესეც გასაგებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვის ვიზიტსაც ინაუგურაციის შემდეგ დაელოდება, ის იქნება.

„ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ ერთ-ერთ პირველ ვიზიტს სწორედ თქვენსას ველოდები“. მან მითხრა ეს. მან თქვა: „ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“. ამიტომ, ვფიქრობ, დიახ - ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურს, გეგმა და შესაბამისი ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი შესთავაზებს, უკრაინის ხედვას ემთხვეოდეს.

„სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ უკრაინა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ მას ექნება კონტაქტები რუსულ მხარესთან. ესეც გასაგებია. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეისწავლიან, ვინ რისთვის არის მზად. ვფიქრობ, ეს პირველი ტაიმი იქნება და აქედან ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის