ნიკა მელია - ხალხი  რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს - ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში

ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს. ყველა დანარჩენი თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ სანქციებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომელსაც მისივე შეფასებით, „ხალხი არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემს და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს“.

„არ ვიცი ამ პროცესის მიმდინარეობას, რომელიც ყოველდღეა, აქცია უნდა ვუწოდოთ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის ახალი წესრიგი, რომელმაც დაარღვია ყველა ნეგატიური მითი ქართველების გარშემო რაც არსებობდა ისტორიულად, რომ ქართველები არიან ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, არადისციპლინირებულები, არამიზანდასახულები და ა.შ. გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. გამოჩნდა, რომ ახალი ქართული სამოქალაქო საზოგადოება შენდება და შესაბამისად, ის აშენებს ახალ ქართულ სახელმწიფოს. სხვადასხვა ხელისუფლებებმა, სხვადასხვა პერიოდში მეტნაკლებად სხვადასხვა ხარისხის მნიშვნელოვანი აგურები დადეს სახელმწიფოს შენების პროცესში, მაგრამ ეს აგურები ერთმანეთთან ვერ შეკავშირდა, არ იყო საკმარისად ძლიერი დუღაბი. ახლა სხვა ხარისხის პროცესია - ისტორიას და დროს რომ გაუძლებს ის მშენებლობა მიმდინარეობს. ხალხი აშენებს რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს. ყველა დანარჩენი ამის თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ, ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში სხვადასხვა დასანქცირებულ ადამიანს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, რომელიც იქნებიან ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მომავალში. ამათ არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემენ და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს მომავალ ხელისუფლებაში ვაითუ არამზადები მოვიდნენ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს