გიორგი ბოტკოველი - მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია - საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც რუსული მთავრობა არ იარსებებს

მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია. საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც არ იარსებებს რუსული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ახლა მოკალათებულია სკამებზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას "მეგობარი აქტი" თავიან მეგობარ აქტად მიაჩნდათ, რაც საპირისპირო აღმოჩნდა.

„მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია. საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც არ იარსებებს რუსული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ახლა მოკალათებულია სკამებზე.

ზოგიერთ „ქოცს“ „მეგობარი აქტი“ მათ მეგობარ აქტად მიაჩნდათ, თუმცა რას ნიშნავს ეს, კარგად იცის ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სანქცირებულები არიან და ე.წ. მთავრობას წარმოადგენენ.

ეს აქტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს