რიჰარდს კოლსი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა.

ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების დანარჩენი ორი პრინციპი ვერ შეასრულა - ის არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე არ იყო.

ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს, მზადებაში მყოფ ავტოკრატიის ლეგიტიმაციას მოახდენს, ხოლო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.

თუ პია კაუმას ასე სურს ეს ვიზიტი, ის პირად სტატუსში უნდა განახორციელოს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგი იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებების.

სუსტ ლიდერობას ცუდი დრო მოაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს კოლსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს