ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს.

BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია - კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებმა პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. კერძოდ, „თავისუფლების პარტიამ“ სექტემბრის არჩევნებში ხმების თითქმის 29% მოიპოვა, „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 26,3%-ით, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ - მესამეზე, ხმების 21%-ით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების ჩაშლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატორების მოლაპარაკება ულტრამემარჯვენეებთან, ან ახალი არჩევნების ჩატარება.

BBC-ი წერს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „თავისუფლების პარტია“, სავარაუდოდ, მიესალმება ახალ არჩევნებს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს