გერმანიის ოპოზიცია - ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 23 თებერვლამდე გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.

„სულ უფრო მზარდი ნიშნები ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“, - აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მარტშია დაგეგმილი.

„ამიტომ ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს ამ საკითხზე“, - დასძინა როდერიხ კიზევეტერმა.

მისი თქმით, არ უნდა მიიღონ შეთანხმებები, რომელიც უკრაინის ხარჯზე ხდება.

„ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და დავუშვათ ეგრეთ წოდებული „ნორმანდიული შეთანხმებები“, რომელიც ხდება უკრაინის ხარჯზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ. „შეთანხმებები“. ჩვენ ასევე არ უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მეკავშირეები“ ჩვენს რიგებში!“ , - აღნიშნა გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს