ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის საკითხი ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხია და ის ნამდვილად შეძლებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებას. თუმცა, საშიშროება ის არის, რომ ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინი ხელახლა შეტევას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მან ტელეფონზე მითხრა, რომ ელოდება ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი ერთ-ერთია ყველაზე აქტუალური პრეზიდენტი ტრამპისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპის ხედვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან „მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი. ფაქტია“.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი სამუდამოდ არ მოსულა ხელისუფლებაში.

“ტრამპი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ის არ მოდის უვადოდ. ის არ არის პუტინი და არ მოვა 25 წლით. მოვა თავისი ვადით. მაგალითად, მოვიდა 4 წლით და მეხუთე წელს პუტინი მოვა ომით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა სულელი.

“ის მოემზადება, გაითვალისწინებს თავის შეცდომებს, ექნება ბევრი იარაღი და ეყოლება ძალიან დიდი ჯარი. გგონიათ, რომ დაბრუნდება და მხოლოდ ჩვენთან იბრძოლებს? ის გაანადგურებს ყველაფერს მის გარშემო და თუ არსებობს რისკი, რომ ტრამპმა დატოვოს ნატო-ს, პუტინი გაანადგურებს ევროპას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის