ივანე ჩხაიძე - საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია - მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია - მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რა ხდება გრიპთან მიმართებაში. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო 3 კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით, პრაქტიკულად, არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჯამში, სხვა ვირუსებთან მიმართებაში. ეს სტატისტიკაც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული.

გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან და ორჯერ ნაკლები იყო 2022-2023 წლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია, თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება. ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფროს მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მომართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული.

განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას. მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. ერთსაც დავამატებ, ამ პაციენტიდან არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ, დეკემბერშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჯერ კიდევ იყო დრო ვაქცინაციის ჩატარების, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ ნაწილი. ძალიან ბევრი მშობელი ახლა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ვაქცინაცია გაეკეთებინათ. მართლაც ასეა. როდესაც ვხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პაციენტს ემართება, ნათელია რომ გრიპის ვაქცინას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხად ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!