ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს

ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

„ამ გადაწყვეტილების გამო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მადლობელი ვარ. ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს. საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება!“, - წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.

ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა X-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს