პაატა დავითაია - სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო გლოვის დღე არ გამოაცხადა, მაშინ, როდესაც აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გლოვის დღე დააწესა

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოაცხადა გლოვის დღე, მაშინ, როდესაც ქართულ ოჯახში მომხდარი ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, გლოვის დღე გამოაცხადა აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ.

„რთულია სიტყვებით გადმოვცეთ მწუხარება სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებს ფასი არ აქვს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლნენ და საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, არ გამოცხადდა გლოვის დღე, მაშინ როდესაც ქართულ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ. სახელმწიფო და ხელისუფლება მეტ თანადგომას უნდა გამოხატავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული ოჯახების მიმართ”, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს