ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე - პროკურატურა 16 იანვრის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს - მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა დაკავებული მსახიობის საქმეზე პროცესის გადადებას ითხოვს.

ადვოკატის შეფასებით, მოთხოვნის მიზანია, "უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა“.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ადვოკატების ჯგუფის სახელით გაწვდით ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის.

მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.

შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა.

საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი.

საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა.

დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ, როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა.

ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს, რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან ერთ თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გაოძიების ორგანო კი ამბობს, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის.

დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ.

ფოტოზე კი ხედავთ პროკურატურის მხრიდან დანახულ “ნაყოფიერი თვის” შეფასებას. (აბზაცი შუამდგომლობიდან)“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება