აშშ-ის კონგრესი დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს - სხდომას კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს

აშშ-ის კონგრესი დღეს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ოფიციალურად დამოწმების მიზნით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის ხმებს დაითვლის. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ 4 წლის წინ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრა არ დაივიწყონ.

„ოთხი წლის შემდეგ, როცა თანამდებობას ვტოვებ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა პატივი ვცე ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და აღვადგინო ტრადიციები, რომლებსაც აშშ-ში დიდი ხანია პატივს ვცემთ. არჩევნების დამოწმება მშვიდობიანად მოხდება“, - დაწერა ჯო ბაიდენმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი