რადოსლავ სიკორსკი - ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია RMF24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ. რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა იმსახურებს მშვიდობას და სჭირდება მშვიდობა. მაგრამ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს მშვიდობა სამართლიანი პირობებით და არა კაპიტულაცია.

„სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია“, - განაცხადა სიკორსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება