საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია

ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ისინი რამდენიმე წელია უსამართლოდ არიან დაკავებულები, არასათანადო პირობებში იმყოფებიან, რაც ზოგიერთის მტკიცებით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წამების განმარტებას შეესაბამება“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ჟან-ნოელ ბარომ საფრანგეთის მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ირანის ხელისუფლებას: ჩვენი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და სანქციების მომავალი ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთის ხელსუფლების ცნობით, ირანში საფრანგეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

სესილ კოლერი და მისი პარტნიორი ჯაკ პარიზი ჯაშუშობის ბრალდებით 2022 წლის მაისის შემდეგ არიან დაკავებულები. ასევე, ირანის მიერ დაკავებული საფრანგეთის კიდევ ერთი მოქალაქე, სახელად ოლივიე, 2022 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს