გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არა მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უწესდებათ - ეს დასავლეთის მხრიდან იმ საზოგადოების მხარდაჭერაა, რომელიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს

მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს არ უწესდებათ, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ. ეს დასავლეთის მხრიდან ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების მხარდაჭერაა, რომლებიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, „კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე დიალოგი არ არის, ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება პასუხი“.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან მაღალ დონეზე - საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპულ საბჭოშიც იყო განხილვები, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, არამედ ეს ვრცელდება მათზე, ვისაც დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი აქვთ და ეს არის სწორედ ის ზომები, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის დასავლეთის მხრიდან, რითაც ცდილობენ, რომ აიძულონ დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება, რომ შეცვალონ პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, რადგან საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

ეს არის მხარდაჭერის გამოხატულების გზა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების, საზოგადოების უმრავლესობის, რომლებიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს და ამის გამო, ბევრი მათგანი დღეს დაპატიმრებულია.

კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე დიალოგი არ არის. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება პასუხი. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს,” - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს