ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალებს შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარო - მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით! საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ფსევდოლიბერალებმა 7 იანვარი ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს.

„შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა.

ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ. მეტიც, 7 იანვარს მათ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს.

ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს. არ უნდა გვაერთიანებდეს არც მწუხარება და არც სიხარული, არც 8 აგვისტო და არც 7 იანვარი. ზუსტად ამ მიზნით ავალებდნენ გასულ წლებში ლიბერალებს, 7 იანვარს შობის აღნიშვნა კოორდინირებულად დაეგმოთ და დღესასწაულისთვის „რუსული შობა“ ეწოდებინათ. ბუნებრივია, დღესასწაულზე თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასაც ნიშნავდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ეკლესიის იმიჯის დაზიანებასაც ისახავდა თანმდევ მიზნად.

თუმცა, წელს ფსევდოლიბერალებს განსხვავებული დავალება ჩამოუვიდათ, რადგან პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ.

ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ-პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით!

საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს!“- წერს ირაკლი კობახიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს