პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი - მზად ვართ უკრაინას, სლოვაკეთის ნაცვლად, ელექტროენერგია მივაწოდოთ

პოლონეთი მზად არის უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, პაულინა ჰენიგ-კლოსკამ სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას განაცხადა.

„პოლონეთი შეძლებს გაზარდოს ელექტროენერგიის გაყიდვა უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა, საუბარია მხოლოდ იმაზე, ექნება თუ არა ამის სურვილი უკრაინას, ან იძულებული იქნება თუ არა გამოიყენოს ის. ფიცოს საქციელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ჰენიგ-კლოსკამ.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პარტია განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის განახლების, ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს