ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი - „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა - ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა. მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას"; 13 / 01 " ალუბლის ბაღი"; 22 /01 „მეფე ლირი" გაუქმდა.

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი