„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, Meta-ს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ კონტენტის გადახედვის პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს და „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციაზე უარს ამბობს. მათ ნაცვლად იქნება მომხმარებლების მიერ შექმნილი „საზოგადოების შენიშვნები“, როგორიც პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) არსებობს.

„ფაქტ-ჩექერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“, - განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამავდროულად, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკას „მეორე მხარეც“ მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „კონტენტის მოდერირებაში ცვლილებების შეტანის შედეგად პლატფორმაზე მეტი მავნებელი კონტენტი გაჩნდება“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს