რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ივან ფედოროვი Telegram-ის პირად არხზე და მედიებთან საუბარში ავრცელებს.

თავდაპირველად 1 გარდაცვლილისა და 3 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ფედოროვმა ქალაქში განმეორებითი აფეთქებების შესახებ განაცხადა.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსების დაბომბვას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 18 დაშავებულია. ფედოროვის თქმით, ადგილზე შვიდი სამედიცინო ბრიგადა მუშაობს, ისევე როგორც პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი