კიტ კელოგი - დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ მისი მიზანია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 100 დღის განმავლობაში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

კიტ კელოგის თქმით, მასაც და დონალდ ტრამპსაც ესმით, რომ გამოსავლის საპოვნელად ცოტა დრო აქვთ და რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.

"ხალხმა უნდა გაიგოს: ის არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს. ის რეალურად ცდილობს გადაარჩინოს უკრაინა და მისი სუვერენიტეტი", - აღნიშნა კელოგმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ უარი თქვა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაზე.

დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში თვლის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოკლევადიან პერიოდში მისაღები გამოსავალი შესთავაზოს.

„მინდა, დავისახო მიზანი, როგორც პირად, ასევე პროფესიულ დონეზე. ვიტყოდი, დავსახოთ 100 დღე“, - აღნიშნა კელოგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს