დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი - გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმე კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებს ეხება.

„საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ცდილობს არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. ჩვენ ორი გვყავს და ერთს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ყინულმჭრელებს ჩინელებიც იყენებენ და იმავე მიმართულებით მოძრაობენ. ასე რომ, საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი