„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქოდან ყაზანის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან ყაზანის მიმართულებით და პირიქით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ AZAL-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცე რეგულარულად იხურება.

„რუსეთის ქალაქ ყაზანის თავზე საჰაერო სივრცის რეგულარულად დახურვის გამო, AZAL განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ყველა ფრენას ბაქო-ყაზანი-ბაქოს მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებაში.

ყაზანი მეთერთმეტე რუსული ქალაქი გახდა, სადაც „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, დაზიანებული თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. AZAL-მა უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა ფრენები ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე-ვოდიში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარატოვში, სოჭსა და უფაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი