დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კლასიკური დონალდ ტრამპია - ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ

ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

„ვფიქრობ, ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ. მე იმის ინტერპრეტაციას ვახდენ, რაც ამის უკან დგას და ამის უკან ძალიან სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია, რომელთა საფუძველზეც დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

მისი თქმით, გრენლანდიის მომავალი კუნძულის მოსახლეობის საქმეს წარმოადგენს.

„ნატო-ს შექმნის შემდეგ წევრ ქვეყნებს შორის ომი არ ყოფილა და ამას არც მომავალში წარმოვიდგენ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და დანიის ავტონომიური ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი