ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის შეხვდა პოლიციას, სახანძრო და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომლებიც ებრძვიან ხანძარს ამ მხარეში და კალიფორნიისთვის დიდი კატასტროფის დეკლარაცია დაამტკიცა, მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი მოგზაურობა იტალიაში და მომდევნო დღეებში ორიენტირებული იყოს ფედერალური რეაგირების წარმართვაზე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის ვიზიტი იტალიასა და ვატიკანში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი და მოიცავდა შეხვედრებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. ეს ჯო ბაიდენის ბოლო ვიზიტი უნდა ყოფილიყო საზღვარგარეთ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე.

ლოს-ანჯელესის გარშემო სულ მცირე ექვსი ხანძარი მძვინვარებს, მათ შორის ყველაზე დიდი პასიფიკ-პალისეიდსში, რომელიც, დაახლოებით, 64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ერთ-ერთი ხანძარი ჰოლივუდში გაჩნდა, ცეცხლმა ცნობილი ჰოლივუდის ბულვარამდე რამდენიმე ასეულ მეტრში მიაღწია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუაციის ბრძანება 130 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ხანძარმა 1 500-მდე შენობა გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს