დიმიტრი პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე - სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი - ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ახლა ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა.

„უნდა დავაკვირდეთ, რა აქცენტი ექნება სომხურ მხარეს. რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, უბრალოდ შეუძლებელია. აქ არის ერთი საბაჟო ზონა, ერთი ზონა საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის გადაადგილებისთვის. სხვადასხვა სტანდარტებია. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული უფლებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობა სასარგებლოა სომხეთისთვის", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი