გიორგი გახარია თანაპარტიელებთან ერთად ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია თანაპარტიელებთან - დიმიტრი ცქიტიშვილთან და გუჯა ხოკრიშვილთან ერთად ბერლინში, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყრილობას, რომელიც არჩევნების წინ პარტიის კანცლერის დასახელებას ისახავს მიზნად, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.

“10-12 იანვარს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრები, პარტიის ლიდერი გიორგი გახარია, ასევე, დიმიტრი ცქიტიშვილი და გუჯა ხოკრიშვილი, მიემგზავრებიან გერმანიაში, ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად.

ყრილობა მიზნად ისახავს არჩევნების წინ პარტიის კანცლერის კანდიდატის დასახელებას, რომელიც, დიდი ალბათობით, იქნება ოლაფ შოლცი. ყრილობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები სოციალ-დემოკრატიული პარტიებიდან.

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს სტუმრის სტატუსით და შეხვედრებს გამართავს პოლიტიკურ ლიდერებთან, პარტიულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან.

დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტნიორების ინფორმირებისა და მათთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს