ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს

ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან"და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, შესაბამისად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას მისი „"ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა“.

“მინდა, ნათელი გავხადო, მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპი მხარს მიჭერს, ვიცი, რომ მხარს მიჭერს. ის ძალიან ბევრს ცდილობდა თავიდან აერიდებინა უკრაინაში შეჭრა. მან Javelin-ის რაკეტები გაუგზავნა უკრაინას, რათა ომის დამნაშავე პუტინის შეჭრა შეეჩერებინა. მან ამერიკელი სამხედროები განალაგა პოლონეთში, რათა ომის დამნაშავე პუტინი შეეკავებინა უკრაინაში შეჭრისგან, და მან დაბლოკა და შეაჩერა ომის დამნაშავე პუტინის დაფინანსება Nord Stream 2-ის დაბლოკვით.

ასე რომ, კვლავ და კვლავ, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან ცხადია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მაგრამ, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა, და განსაკუთრებით ირანულ რეჟიმთან მიმართებაში მას არ დაავიწყდება ის გეგმები, რომლებიც მის მოკვლაზე ჰქონდათ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე, დამატებით, საბოლოო ჯამში, მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი.

ძალიან მიხარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, ის ორპარტიულია, ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობენ. მჯერა, რომ ეფექტიანი სანქციები გაიზრდება მომავალ ტრამპის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით მარკო რუბიოს [მომავალი სახელმწიფო მდივანი] გათვალისწინებით. მისი ოჯახი წარუმატებელ საბჭოთა იმპერიის ნაწილს, კუბის დიქტატურას გაექცა.

ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა. ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რაც ამერიკელი ხალხი. მეტიც, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, სტრატეგიულად არის განლაგებული და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა”, - განაცხადა უილსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი