კიევში დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან შენობას მოხვდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 იანვრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „შაჰედების“ თავდასხმის ქვეშ დედაქალაქი კიევი აღმოჩნდა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას მოხვდა.

„წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია შენობის მინები და 6 ავტომობილი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა ტკაჩენკომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი