Financial Times - ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს

ევროკავშირის ოფიციალური პირები აანალიზებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ასობით აღმასრულებელ ბრძანებას და დაწესებულ სანქციებს მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დონალდ ტრამპი გააუქმებს მათ, რაც პოტენციურად შეაფერხებს საგარეო ურთიერთობებსა და ვაჭრობას, - ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი წუხს, რომ ტრამპმა შესაძლოა, წინამორბედის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ისინი ბაიდენმა მიიღო და ევროპელ მოკავშირეებზე ამგვარი ნაბიჯების გავლენა არ განიხილოს.

„ევროკავშირის ყველაზე დიდი შეშფოთება არის ის, რომ ტრამპმა, შესაძლოა, გააუქმოს ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანებები, რომელიც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს. ბლოკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს ამ სანქციებს, რათა გამოიყენოს როგორც პოტენციური ბერკეტი მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში“, - წერს Financial Times-ი.

გამოცემა იხსენებს, რომ გასული წლის ზაფხულს ევროკავშირის კომისიამ შექმნა მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი შიდა გუნდი, რათა შეემუშავებინათ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პოტენციური ზემოქმედების სტრატეგია და ის, თუ როგორ შეეკავებინათ ან რეაგირება მოეხდინათ მათზე. კომისია ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური სავაჭრო კონფლიქტები, აშშ-ის მხარდაჭერის შემცირება უკრაინისადმი და ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.

„აღმასრულებელი ბრძანებები გაცემულია მხოლოდ პრეზიდენტების მიერ და შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს. ტიპიურია ის, რომ ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე განიხილოს არსებული ბრძანებები“, - წერს Financial Times-ი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო