მამუკა მდინარაძე - თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი:  პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა

თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი - თავს ზედმეტად ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თემურ ჭყონიას განცხადებაზე.

მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს, საქართველოს მოქალაქე კი სხვის ინტერესებს ატარებს, „ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს“.

„არ ვიცი მე მისი [თემურ ჭყონიას] ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებში ჩახედოს კარგად. ბევრი მსგავსი კომპანია გამიგია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. ყველა დაფიქრდეს, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები გეოპოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან - ბებიას Бабушка ვერ ერქმევა, მაიმუნს - Обезьяна, ძაღლს - Собака და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის და „მაიდნის“ მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლები ვითარდებოდა, ახლა დღეებშიც იცვლება ხოლმე. ვხედავთ, როგორ დაჩქარდა პროცესები. კიდევ კარგი, უმრავლესობა ითავისებს ამას და იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ ორიენტირებული და შენ, ეთნიკური ქართველი აქ რომ მებრძვი, იქნება ცოტა დაფიქრდე და ცოტა ხანი გვერდზე გაიწიო, რომ ფიზიკურად გადარჩე. როცა იცი, ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ - იქნება ეს ახალგაზრდა, ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი - ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი ძვრების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ სალამათი, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი