ანდრო ჭიჭინაძე - ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა.

ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე.

ადვოკატ მიგინეიშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.

უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჯაჭვაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება.

როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია.

მიგინეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა და რეპლიკის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განმარტებით, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინმსწრებად გამოაცხადა საკუთარი პოზიცია. ფურცელაძის თქმით, მოსამართლემ "საკუთარი თავი კრიტიკულ ჩიხში თავად შეიყვანა".

აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, რომ კითხვაზე პასუხს თავად ადვოკატები ითხოვდნენ, თუ რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ვადა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მცირე რეპლიკით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.

"ძალიან უცნაური პროცესია.... ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი