კახა კინწურაშვილი - ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის, რას უნდა ელოდო? - სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება

სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რომელმაც აქციების პერიოდში დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა.

კინწურაშვილის თქმით, მისი ოცნება იყო, გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები, თუმცა, ამის მოლოდინი არ ჰქონიათ.

“ერთადერთი ოცნება იყო, რომ ეს ადამიანები დღეს გარეთ გამოსულიყვნენ, რომ დღეს ანდროს მისი შვილი ენახა, ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ, თავისთავად, არ ველოდით. როგორ უნდა ელოდებოდე იმ ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის - ამ ადამიანებისგან რას უნდა ელოდო, სამართლიანობას? არა, სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება”, - განაცხადა კინწურაშვილმა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი