ონისე ცხადაძის ადვოკატი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან, სახეზე საერთოდ არ იყო, არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება - სამწუხაროდ, 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში

სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და დავრჩებით ისევ უცვლელად იმ პოზიციაზე, რომ ეს პირები 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცუცქირიძის განმარტებით, ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე აქციაზე დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებდა.

„ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე არ შეცვლიდა გამოყენებულ პატიმრობას. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე ვაფიქსირებდით შესაბამის პოზიციას, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან ამ პირებს, საერთოდ სახეზე არ იყო და არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არც ონისე ცხადაძის მიმართ, ასევე არცერთი პირის მიმართ. ამავდროულად ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ არანაირი მიმალვის საფრთხე, მტკიცებულების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე სახეზე არ იყო. მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნული პირები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული, დატოვა პატიმრობაში“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი