აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო

აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში იღებს რუსეთის ენერგეტიკის სფეროს, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას - “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

“შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ნავთობით ვაჭრობასთან, მათ შორის რუსეთის ნავთობის ექსპორტის გადაზიდვასთან და ფინანსურ ფასილიტაციასთან”, - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სანქციებთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი