ანდრო ჭიჭინაძის მამა - ეს არის რეჟიმი, რასაც რეჟიმი იტყვის უნდა გააკეთოს სასამართლომ

არ მოვიტყუები, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედის ერთი პროცენტი იყო, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში, დაურეკეს [მოსამართლეს] და უთხრეს, შენ, რამე ხომ არ გეშლება, უნდა გააკეთო ისე, როგორც გეუბნები. ეს არის რეჟიმი, რეჟიმი რასაც იტყვის უნდა გააკეთოს, - ასე აფასებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირი, მათ შორის მისი შვილი, ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა.

ოთარ ჭიჭინაძის თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მისი შვილი მხნედ გამოიყურებოდა.

“შემექმნა მოტყუებით ილუზია, მაგრამ ყველაზე ძალიან მოქმედებდა თვითონ მოსამართლის და პროკურატურის სახეებს რომ ვუყურებდი. ანდრო გამოიყურებოდა მხნედ და პირიქით, იუმორის მომენტებიც ჰქონდა. იმედია, რომ მას ეს ძალას შემატებს, არ მოდუნდება. მგონი, მეტად მედგრად იქნება, ამის იმედი მაქვს. არ მოვიტყუები, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედის ერთი პროცენტი იყო, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში, დაურეკეს [მოსამართლეს] და უთხრეს, შენ, რამე ხომ არ გეშლება, უნდა გააკეთო ისე, როგორც გეუბნები. ეს არის რეჟიმი, რეჟიმი რასაც იტყვის უნდა გააკეთოს.

ოჯახი ალბათ იგივე რეჟიმში ვიქნებით როგორშიც ვიყავით, ანდროსთან კონტაქტის მოლოდინში.

ჩემი მეუღლე მეტად აქტიურია, ძალიან დიდი დახმარებაა პრესის მხრიდან, ხალხის დიდი დახმარებაა, დიდი მადლობა ამისთვის “, - განაცხადა ოთარ ჭიჭინაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი