ანა დოლიძე - თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა

თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ანა დოლიძის თქმით, უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა.

’’აღფრთოვანებული ვარ რეჟიმის ტყვეების სიმამაცით და სიმშვიდით. ისინი დღეს თავისი ქცევით მაგალითს გვაძლევენ. გასაგებია, რომ სასამართლო „კლანის“ მეშვეობით რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები, რომელიც მას პოლიტიკაში გამოსაყენებლად სჭირდება. არაფერი თავისუფალი სასამართლოსი დღევანდელ პროცესს არ სცხია. უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს, სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ