დონალდ ტრამპი - ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ხალხის ნებას

ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ხალხის ნებას, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი უსაფრთხოდ უნდა იყვნენ.

“ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს. ვენესუელელი ამერიკელების დიდი საზოგადოება შეერთებულ შტატებში აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მყარად დამიჭირა მხარი მე. ეს თავისუფლებისთვის მებრძოლები არ უნდა დაშავდნენ, უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლები!”, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს გამოაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ნიკოლას მადუროს დღევანდელ “არალეგიტიმურ საპრეზიდენტო ინაუგურაციას” და ვაშინგტონი “მზად არის მხარი დაუჭიროს ვენესუელაში დემოკრატიის დაბრუნებას”. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა 25 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს და მისი შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებამდე და/ან გასამართლებამდე მიიყვანს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი