ბადრი ჯაფარიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, "ქართული ოცნების" მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, ვითომ კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ვერ არიან, მათი რღვევა დაწყებულია

საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის პროტესტი, რომელიც 44 დღეა მიმდინარეობს, არ გაჩერდება.

"ეს აქციები იქნება უწყვეტი, ეს ადამიანები აქ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალისა და ქვეყნის სიყვარულის გამო მოდიან. ილუზიაა, რომ ეს ხალხი სახლში შებრუნდება, შენელდება და შეჩერდება.

საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. თუ რაიმეს გამოძიება სურთ, 12 წელი ჰქონდათ და გამოეძიათ. ეს არის, თავიანთ მომხრეებს აჩვენონ, რომ ვითომ კარგ ფორმაში არიან. რა თქმა უნდა, ვერ არიან კარგ ფორმაში და მათი რღვევა დაწყებულია. მათ კარგად ესმით, რომ სანქციები, რომელიც მათი მისამართით დაწესდა, იზოლაციაში აქცევს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს