ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთთან რაიმეს დალაგებას ცდილობდეს - მჯერა, რუსები არიან ხელისუფლებაში, იზოლაცია მათთვის მისაღებია

აქციების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, საერთაშორისო მხარდაჭერაც და სანქციებიც. საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი მიზანი, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდი უნდა გამოიძიოს, მედიის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანაა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" დასავლეთთან რაიმეს დალაგებას არ ცდილობს.

"აქციების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, აქციების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, საერთაშორისო მხარდაჭერაც და სანქციებიც. საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი მიზანია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდი უნდა გამოიძიოს, რომ მედიამ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს და ამ საკითხს დაუთმოს დრო. იმედი აქვთ, რომ ამ საკითხზე მედიის ყურადღების გადატანა, საპროტესტო მუხტს დაწევს. ტრაფარეტულ რაღაცებს აკეთებენ, რაც აქამდეც ბევრჯერ აქვთ გაკეთებული.

მე არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთთან რაიმეს დალაგებას ცდილობდეს. მე მჯერა, რომ რუსები არიან ხელისუფლებაში და კონკრეტულ ნაბიჯებს რუსები დგამენ. ამიტომ იზოლაცია მათთვის მისაღები ამბავია, რუსები ეცდებიან, რომ ეს ქვეყანა იზოლაციისკენ წავიდეს, მაგრამ ჰგონიათ, რომ მანდ მოიგებენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი