გიგი წერეთელი - ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნის დრო

ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო. დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ და ეს გამოჩნდა იმ ახალგაზრდების მისამართით, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს მიმდინარეობდა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ვითარების გაუარესება არავის არ უნდა, ამიტომ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც ხელახალი ვადამდელი არჩევნები უნდა მოჰყვეს.

"პროტესტი იქნება მანამდე, სანამ იქნება ჯიუტი პოლიტიკა დღეს არსებული ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო. დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ და ეს გამოჩნდა იმ ახალგაზრდების მისამართით, რომელთა სასამართლო პროცესის დღეს მიმდინარეობდა. დღევანდელ სასამართლო პროცესს შეეძლო წინაპირობა და პერსპექტივა ყოფილიყო დიალოგის დაწყების, მაგრამ არა. ამიტომ საზოგადოებაში კვლავ პროტესტი იქნება.

ე.წ. ხელისუფლების ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასერიოზული და უშინაარსოა. ეს მათი მხრიდან დარჩენილი მხარდაჭერების შესაგულიანებლად გადადგმული ნაბიჯია. არავის არ სურს ამ ვითარების გაუარესება. დიალოგი საჭიროა ახალი არჩევნების დასანიშნად და უსამართლოდ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება