Reuters - სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ იმას, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერება.

სამინისტროში განაცხადეს, რომ Jeju Air-ის თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს, ხოლო შემდეგ დაზიანებული მოწყობილობა აშშ-ში გაგზავნეს.

შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი