პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.

მოსამართლემ მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უთხრა, რომ დარბაზს დაატოვებინებდა.

ადვოკატების შუამდგომლობის მიხედვით, დარბაზის სიმცირიდან გამდინარე, ოჯახის წევრებს პროცესზე დასწრების საშუალება არ აქვთ. ამასთან საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და სხდომაზე დასწრების საშუალება საზოგადოებას არ აქვს.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის განმარტებით, ის დარბაზის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს, სხვა დარბაზი ტექნიკურად გამართული არ არის, ამასთან, მისი თქმით, დარბაზში დაკავებულების ოჯახის წევრებიც იმყოფებიან და პრესის წარმომადგენლებიც.

ამასთან, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დარბაზში, წინა რიგში მყოფი ერთ- ერთი პოლიციელი „ბანდის ორგანიზებული ჯგუფის წევრი და ახალგაზრდებზე მოძალადეა". აღნიშნულზე პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა მას მიმართა: „თქვენ ახლა უფლებადამცველი ხართ, რომ ვიღაცას ასე განაჩენი გამოუტანეთ"?

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი